Visit our Facebook page
Visit our Instagram profile
Visit our YouTube channel
Visit our LinkedIn profile

ახალი სუნთქვა

15 დეკემბრიდან

4-კვირიანი ტრანსფორმაციული პროგრამა, რომელიც ფრთებს შეგასხამს - დაგეხმარება დაიბრუნო ძალა, მოტივაცია, ცხოვრების ხალისი, ენერგია და გახდე შეუჩერებელი 4 კვირაში!


მხარდაჭერით სავსე უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში, რომლის ანალოგს ინტერნეტ სივრცეში ვერსად იპოვი!

მინდა გავხდე შეუჩერებელი

ახალი სუნთქვის გახსნის დროა! გახდი შეუჩერებელი!

დაიღალე ერთი და იგივე რეალობით, რუტინით და რაღაც სიახლე გინდა?

შენს გულს ცვლილებები სწადია და არ იცი საიდან დაიწყო?

არც მხარდამჭერი გარემო არ გყავს?


ჩაერთე ახალ სუნთქვაში და ეს ყველა პრობლემა ერთ სივრცეში გადაიჭრება!


აქ შენ გახდები შეუჩერებელი!

მოდი ვაღიაროთ, დიდი ხანია უკვე ბევრს ატარებ...

გარედან ისე ჩანს, თითქოს ყველაფერს თავს ართმევს - ფუნქციონირებ. აკეთებ საქმეს, ჩნდები იქ, სადაც საჭიროა, იღიმი, თითქოს ყველაფერი რიგზეა. მაგრამ, შიგნით... ეჰ... სიმძიმეს გრძნობ. დაიღალე. მარტო ხარ. ენერგია, რომელიც ადრე გქონდა, თითქოს სადღაც გაქრა. მოტივაცია ხან გაქვს, ხან გეკარება. ზოგიერთ დღეს გეჩვენება, რომ წრეზე ტრიალებ და წინ ნაბიჯს ვერ დგამ. ან იქნებ, არც გეჩვენება...



შესაძლოა ნდობა დაკარგე საკუთარი თავის და შესაძლებლობების მიმართ. გამუდმებით ბევრს ფიქრობ - "overthinking-ში ხარ გადასული, ეჭვობ, ორჭოფობ, თავს სხვებს ადარებ. გრძნობ წნეხს - ცხოვრებისგან, პასუხისმგებლობებისგან, მომავლისგან. ხანდახან მომავალზე ფიქრიც კი გაშინებს...


ცდილობ "პოზიტიური" იყო - ან უკვე აღარც კი ცდილობ. ცდილობ, ძლიერი იყო, საკუთარ თავს ძალა დაატანო... მაგრამ, გულის სიღრმეში იცი:


ეს არ არის ის ცხოვრება, რომელიც გულით გწადია!


ეს არ არის შენი თავის ის ვერსია, რომლადაც ყოფნა გწადია, ეს შენ არ ხარ (რომელიც ადრე იყავი ან ყოველთვის გინდოდა ყოფილიყავი).

ჩუმად გენატრება შენს თვალებში ნაპერწკალი, რომელიც ადრე გქონდა.

გენატრება დილის ენთუზიაზმით და ენერგიულად დაწყება.

გენატრება სიცხადის, სიმყარის და საკუთარი არჩევანით სიამაყის შეგრძნება.

და ამავდროულად, შენში არის ჩუმი ხმა, რომელიც გეჩურჩულება:

"ვიცი, რომ მეტი შემიძლია. ვიცი, რომ მეტისთვის დავიბადე. უბრალოდ ახალი სუნთქვა მჭირდება... ახლიდან დაწყება... უბრალოდ მჭირდება ვიღაც, ვინც შემახსენებს რა შემიძლია, ვინც მიჩვენებს გზას საიდან დავიწყო."


თუ ეს შენს შესახებაა - სწორ ადგილას მოხვედი!


"ახალი სუნთქვა" ის უსაფრთხო და ტრანსფორმაციული სივრცეა, რომელიც შენ ახლა ჰაერივით გჭირდება!

შემოგვიერთდი

ეს შენთვისაა, თუ...

ეს შენთვისაა, თუ აქედან რომელიმეში მაინც ამოიცნობ საკუთარ თავს:


  • გრძნობ დაღლილობას, ენერგიის ნაკლებობას ან ემოციურ გამოფიტვას.

  • დაკარგე საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა; შენი ოცნებების ფონზე თავს პატარად გრძნობ.

  • გაქვს განცდა, რომ წრეზე დადიხარ - იგივე პატერნები, იგივე სადარდებელი, იგივე საუბრები...

  • გეშინია მომავლის, ან უბრალოდ არ გაქვს ცხადი ხედვა, რა გინდა და საით მიდიხარ.

  • არ გყავს ძლიერი და მხარდამჭერი გარემო - ადამიანები, რომლებსაც მართლა „ესმით“ შენი და მთელი გულით გგულშემატკივრობენ.

  • ხშირად ამბობ: „არ ვიცი, რა მინდა“, ან „ვიცი რაც მინდა, მაგრამ აი, ადგილიდან ვერ ვიძვრი“.

  • გაიჭედე თითქოს ამ ორ მდგომარეობას შორის - ვინც იყავი და ვინც ახლა ხდები - საქართველოში თუ ემიგრაციაში - და შენი იდენტობა, როლები და ოცნებები თითქოს ბუნდოვანი გახდა.

  • გრძნობ, რომ 2025 წელმა უკვე ბევრი ენერგია წაგართვა... და არ გინდა 2026 წელსაც იგივე სიმძიმით შეხვიდე.

და ამავდროულად:


  • არ ნებდები და საკუთარ თავზე უარს არ ამბობ.

  • მზად ხარ საკუთარ თავში ჩაიხედო, იყო გულწრფელი, იგრძნო, წერო, დაგეგმო და გადადგა პატარა მამაცი ნაბიჯები.

  • მზად ხარ თქვა: "YES! მე მზად ვარ! მე მინდა ახალი სუნთქვა. მე მინდა დავიბრუნო ჩემი შინაგანი ნაპერწკალი, რომელიც ადრე მქონდა! საკმარისია ასე ცხოვრების გაგრძელება!"


თუ ახლა კითხულობ და გულში ეთანხმები - შენ ზუსტად იქ ხარ, სადაც უნდა იყო.

YES! მზად ვარ!

აი, რა გსურს სინამდვილეში (მაშინაც კი, თუ ამის აღიარების გეშინია)

გულის სიღრმეში შენ არ გინდა უბრალოდ „ცოტა უკეთ იგრძნო თავი“, არამედ,


შენ გინდა:

  • ახალი ენერგიის ნაკადი სხეულში - რომ გაიღვიძო მეტი სიმსუბუქით და ნაკლები შფოთვით.

  • გონების სიცხადე - იცოდე, რა გინდა, რა არ გინდა და საით მიდიხარ მომდევნო 1–5 წლის განმავლობაში.

  • შინაგანი სტაბილურობის შეგრძნება - ნაკლები შფოთვა, ნაკლები ემოციური აიწონ-დაიწონა (ან ქარბორბალა) და მეტი ნდობა საკუთარი თავის მიმართ.

  • საკუთარი ფასეულობის განცდა - შეწყვიტო შენი თავის და სურვილების შეკვეცა და იგრძნო, რომ შენ უკვე „საკმარისი ხარ“!

  • ნამდვილი მოტივაცია - არა ვალდებულებისა და დანაშაულის განცდის, არამედ შთაგონებისა და შინაგანი თანხმობის ხარჯზე.

  • ახალი, მამაცი ნაბიჯები - თუნდაც პატარა, მაგრამ რეალური ნაბიჯები შენი ოცნებებისკენ.

  • მხარდამჭერი გარემოცვა - თბილი, შენნაირი ღირებულებების მქონე ადამიანები ირგვლივ, რომლებსაც ესმით შენი, რომლებიც მხარს გიჭერენ, გულით გგულშემატკივრობენ, თბილ სიტყვებს და საუკეთესო სურვილებს არ იშურებენ შენთვის, უხარიათ შენი წინსვლა. ერთიანობის განცდა იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი მარტომ აკეთო.

  • და, შესაძლოა, ფარულად... გინდა უფრო მეტად გაიხსნა სიუხვისთვის - იგრძნო, რომ იმსახურებ მეტ ფულს, მეტ შესაძლებლობებს, სიყვარულს, ყველაფერს ლამაზს და საუკეთესოს - რატომაც, არა?!

მინდა ეს ყველაფერი!

გინდა, რომ 2026 წლის ბოლოს უკან მოიხედო და თქვა:


"დიახაც! მე ეს შევძელი! ეს იყო წელი, როცა როგორც იქნა საკუთარი თავი ავირჩიე! ჩემი თავი და ძალა დავიბრუნე! ეს იყო წელი, როცა მე - ისევ გავიბრწყინე!"


„ახალი სუნთქვა“ შენთვის შევქმენი, რომ გახსნა ახალი სუნთქვა, დაიბრუნო შინაგანი ნაპერწკალი და გახდე შეუჩერებელი!



ნაბიჯ-ნაბიჯ ჩემთან და შენს ასეულობით გულშემატკივართან ერთად, რომლებიც მზად არიან მხარი დაგიჭირონ და გაგამხნევონ ამ ტრანსფორმაციულ გზაზე. ერთად შევქმნათ შენი ახალი მე და ახალი, უკეთესი რეალობა!

მინდა გავხდე შეუჩერებელი

აი, რას ამბობენ ახალი სუნთქვის მონაწილეები. შემდეგი შენ იქნები


"ახალმა სუნთქვამ მართლაც ახალი სუნთქვით დამაწყებინა ცხოვრება🎉🧚🏾‍ პროგრამამდე უფრო მოდუნებული ვიყავი და პროგრამის შემდეგ გამოვციცხლდი მეტად🎈🧚🏾‍ ბევრი რაიმე გადავაფასე და მივხვდი ამ პროგრამით, რომ თუ მინდა კარგი რამეები მოვიზიდო ჩემ ცხოვრებაში მეც კარგზე უნდა ვიფიქრო, ღიმილით უნდა დავიწყო დღე 🥳🥳🧚 მომეწონა ის რომ თინი არის ადამიანი რომელიც ბოლომდე იხარჯება და მთელ რესურს დებს იმ საქმეში რასაც აკეთებს და ეს მუხტი გადმოვიდა ჩემზეც🥰🥰🥰 მადლობა თინის ამისთვის და მადლობა თქვენ თინის ანგელოზებო ❤️❤️ აუცილებლად ურჩევდი და ურჩიე კიდეც ბევრ ადამიანს, იმიტომ რომ ახალი სუნთქვა არის ახალი გზების აღმოჩენის და ახალი მიზნების დასაწყისი☀️🎉🥳🥳❤

ბევრი ჩუდოები თუ უნდათ ბევრი დადებითი მუხტი აუცილებლად უნდა ჩაერთონ ახალ სუნთქვაში 🎉🎉❤️❤️"

ქეთევან მითაიშვილი

"მე ამ პროგრამაში ჩავერთე ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპზე,მიუხედავად ამ ფონისა ,მივიღე საოცარი მუხტი და ენერგია,რაც მეხმარება დღემდე... დავსახე მიზანი,სადაც გამოვავლინე პირველი ჩემი ნაბიჯი და უკვე შევუდექი მის განხორციელებას, გუშინ ავიღე მორიგი სერტიფიქატი ჩემს პროფესიაში. ყველაზე მეტად რის დეფიციტსაც განვიცდით ადამიანები ჩვენს რეალობაში ,სწორედ ის ვნახე ამ ჯგუფში... სიყვარულის, თანადგომის, სიკეთის ენერგიები.... მეორე ნაკადში სამი ადამიანი ჩემი რჩევით გაწევრიანდა... მადლობააა....

მაქვს მოლოდინი , როგორ მოვა სისრულეში  ჩემი გაწერილი 5 წლის გეგმა... საუკეთესოები ხართ!!!!💜💜💛💛❤️💛💜💙💙💜💛💛❤️💛💜💜💜🤍💚💚🤍🤍💜💜💛💜💜💐💐💐💐💐💐💐💐💐💐"

მარინა ბექაური

"საოცარი პროგრამაა, ნამდვილად ახალი სუნთქვა ☺️ ჩემთვის ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა ამ პროგრამის დასაწყისი და ვფიქრობ ალბათ ამის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. პროგრამამ საკუთარ თავში მოგზაურობა ბევრად გამიმარტივა.

 

პროგრამამ საშუალება მომცა კონკრეტული მოვლენებისთვის და ადამიანებისთვის განსხვავებულად შემეხედა და დამეფასებინა ყველაფერი ჩემს გარშემო იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე ამას ვაკეთებდი.

 

ჩემი ცხოვრების წარმოდგენა 5 წლის შემდეგ, ეს იყო უდიდესი ემოცია. სწორად შერჩეული მუსიკა, სწორად შერჩეული სიტყვები, გეხმარება იმაში რომ სრულიად გაიხსნა და არანაირი საზღვრები არ არსებობდეს შენთვის.

ყველას ვურჩევ ჩაერთოს,ძალიან ბევრ კითხვაზე იპოვიან პასუხს."

მარიამ ხუციშვილი


წარმოგიდგენთ პროგრამას: „ახალი სუნთქვა“

"ახალი სუნთქვა" 4-კვირიანი ტრანსფორმაციული ონლაინ-პროგრამაა, სადაც გახდები შეუჩერებელი! დაემშვიდობები ძველს, აღადგენ კავშირს შენს ჭეშმარიტ სურვილებთან, შექმნი მომდევნო წლების ცხად ხედვას, გადადგამ პირველ რეალურ ნაბიჯებს მისკენ და რაც მთავარია 4 კვირაში დაიბრუნებ შენს ძალას, მოტივაციას და ცხოვრების ხალისს ასეულობით მხურვალე გულშემატკივართან და თანამოაზრესთან ერთად.



ეს პროგრამა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული პერიოდის - პანდემიის დროს დაიბადა. წინა ნაკადებში ასობით ადამიანი ჩაერთო - და ბევრი მწერდა, რომ ამ 4 კვირის განმავლობაში ისინი სრულიად სხვა რეალობაში აღმოჩნდნენ! დაავიწყდათ მუდმივი ცუდი ამბები გარშემო, შიში და სიმძიმე და აივსნენ სიცოცხლის ხალისით, სილაღით, ახალი იდეებით, ენერგიით და კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს წინ. ზოგიერთმა ისიც კი მითხრა, რომ ამ პროგრამაში მიღებული მუხტი და ენერგია მომდევნო 5 წლის განმავლობაში ასაზრდოვებდა.



ახლა, ვანკუვერიდან, ჩემი საკუთარი ემიგრაციის, ცხოვრების თავიდან დაწყების და ტრანსფორმაციის ღრმა პროცესის შემდეგ, მე ხელახლა ვხსნი „ახალ სუნთქვას“ შენთვის - განახლებულს იმის მიხედვით, ვინ ხარ ახლა და როგორია შენი ცხოვრების 2026 წლის თავი.

მინდა გავხდე შეუჩერებელი

რა გელოდება შიგნით – პროგრამის მიმოხილვა (4-კვირიანი მოგზაურობა)

ფორმატი: 4 კვირა, ონლაინ (Zoom + დახურული ჯგუფი + ტრანსფორმაციული სავარჯიშოები და დავალებები).


ყოველ 2-3 დღეში მიიღებ ტრასნფორმაციულ სავარჯიშოს და დავალებას. გარდა ამისა, კვირაში 1-2 ჯგუფური ონლაინ მუშაობა ჩატარდება - თბილისის დროით საღამოს საათებში. თუ რომელიმეს ვერ დაესწრები, არ ინერვიულო, ჩანაწერებიც გაკეთდება და მათთან წვდომაც გექნება.


ჯამში 10 ონლაინ ჯგუფური შეხვედრა და 12 შთამაგონებელი სავარჯიშო და დავალება!

კვირა 1 – ძველისგან გათავისუფლება & რესურსულ მდგომარეობაში შესვლა


მიზანი: ემოციური ტვირთის შემსუბუქება, შინაგანი საყრდენის პოვნა, რესურსულ მდგომარეობაში დაბრუნება.



რას გააკეთებ:

  • დაემშვიდობები ძველს - გაუშვებ იმას, რისი გაშვებისთვისაც მზად ხარ (ემოციურად და ფიზიკურადაც, შენს სივრცეში).

  • გააკეთებ ტრანსფორმაციულ სავარჯიშოებს, რაც დაგეხმარება დაიბრუნო რწმენა საკუთარ თავში და შენს შესაძლებლობებში.

  • დაიწყებ ენერგიით შევსებას და რესურსულ მდგომარეობაში შესვლას.

  • ისწავლი მარტივ პრაქტიკებს შფოთვისა და პარალიზების მდგომარეობიდან უფრო მშვიდ, რესურსულ მდგომარეობაში გადასასვლელად.

  • დაიწყებ კავშირის აღდგენას სხეულთან, სუნთქვასთან და შენს უმაღლეს "მე"-სთან.

კვირა 2 – ჭეშმარიტი სურვილების გახსენება და 1–5 წლიანი ხედვის შექმნა

მიზანი: ცხადად დაინახო, რა გინდა სინამდვილეში - შიშის, დანაშაულის გრძნობისა თუ სხვების მოლოდინების მიღმა - და შექმნა მომავალი 1–5 წლის ცხადი ხედვა.


რას გააკეთებ:

  • აღმოაჩენ შენს ნამდვილ სურვილებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (კარიერა, ურთიერთობები, ჯანმრთელობა, ფული, შემოქმედება, გარემოცვა და ა.შ.).

  • გააკეთებ სავარჯიშოებს და მედიტაციებს, რაც გაგხდის უფრო თავდაჯერებულს, ენერგიულს და შეუჩერებელს! და რაც მთავარია შეგახსენებს - ვინ ხარ და რა შეგიძლია!

  • შექმნი შენი ცხოვრების შთამაგონებელ და ცხად ხედვას 1–5 წლის პერსპექტივაში - შენივე სიტყვებითა და წარმოდგენით.

  • იგრძნობ განსხვავებას „ფანტაზიასა“ და მყარ, გააზრებულ ხედვას შორის, რომლისკენ სვლაც რეალურად შეგიძლია უკვე დაიწყო.

კვირა 3 –სიღრმისეული მუშაობა ერთ კონკრეტულ მიზანზე ან სფეროზე

მიზანი: აირჩიო ერთი პრიორიტეტული სფერო ან მიზანი და ჩახვიდე სიღრმეში - გარდაქმნა ხელისშემშლელი რწმენები, შიშები, შინაგანი ბლოკები და დაგეგმო რეალური ქმედებები.


რას გააკეთებ:

  • აირჩევ პრიორიტეტულ სფეროს და მიზანს (მაგალითად: სამსახური, ფული, ურთიერთობები, ჯანმრთელობა, შემოქმედებითი პროექტი ან გადასვლა საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში).

  • გამოიყენებ 4-საფეხურიან ეფექტურ სისტემას ამ მიზანზე სამუშაოდ.

  • გამოიკვლევ შემზღუდველ რწმენებსა და ემოციურ პატერნებს ამ სფეროს გარშემო და დაიწყებ მათ ტრანსფორმაციას.

  • მიიღებ მხარდაჭერასა და უკუკავშირს ჩემგან და ჯგუფისგან მომდევნო ნაბიჯების დაზუსტებისას.

კვირა 4 – ინტეგრაცია, მომდევნო ნაბიჯები და „ახალი სუნთქვის“ გეგმა

მიზანი: გააერთიანო აღმოჩენილი, გაითავისო შენი ახალი მდგომარეობა და წახვიდე არა მხოლოდ ახალ სუნთქვა-გახსნილი, ენერგიულო, მოტივირებული, შეუჩერებელი, არამედ ასევე ცხადი, ეფექტური სამოქმედო გეგმით მომდევნო თვეებისთვის.


რას გააკეთებ:

  • შეაჯამებ შენს ყველაზე დიდ მიგნებებსა და შინაგან ცვლილებებს ამ მოგზაურობიდან.

  • აირჩევ 3–5 მთავარ პრიორიტეტს მომდევნო თვეებისთვის.

  • გაწერ კონკრეტულ, რეალისტურ ქმედებებს (და მხარდამჭერ ჩვევებს), რომლებიც შეესაბამება შენს ახალ ენერგიასა და ახალ ცხოვრებისეულ ეტაპს.

  • შექმნი შენს პერსონალურ „ახალი სუნთქვის“ რიტუალს ან პრაქტიკას, რათა შეინარჩუნო კავშირი შინაგან ძალასთან პროგრამის დასრულების შემდეგაც.

ასევე მიიღებ:

  • 10-ზე მეტ უნიკალურ სავარჯიშოს, რომლებიც ნებისმიერ დროს შეგიძლია თავიდან გააკეთო.

  • ჯგუფური მუშაობის პრაქტიკას და ტრანსფორმაციულ მედიტაციებს, რათა დაუკავშირდე შენს შინაგან საყრდენს, ძალას, გახსნა ახალი სუნთქვა და გახდე შეუჩერებელი.

  • მხარდამჭერ, უსაფრთხო და მეგობრულ ჯგუფურ გარემოს - თანამოაზრეებს, რომლებიც შენთან ერთად ვითარდებიან, იზრდებიან, მხარს გიჭერენ და არ განგსჯიან.

აი, როგორ დაეხმარათ მათ ახალი სუნთქვა:


"პროგრამამდე ვიყავი მოწყენილი, დასტრესილი... პროგრამის განმავლობაში მოუთმენლად ველოდი ახალ დავალებებსა და გამოწვევებს. შესაბამისად, მან შემიცვალა განწყობა-დამოკიდებულებები. მიმახვედრა, რომ ჩემი ცხოვრება ჩემს სადავეებშია, ბევრი წარმატება მაქვს და ბევრიც მელოდება. მიმახვედრა, რომ სასურველი მეს ხატის შესაქმნელად მე ვარ მთავარი... ბევრი გაცნობიერება მომიტანა, ბევრი სიხარული და დადებითი განწყობები.

 

ყველაზე მეტად მომეწონა მადლიერების გამოხატვის დავალება."

მარიამ ღოღაძე

"ძალიან მომწონს ახალი სუნთქვის პროგრამა, რომელმაც მეტი სიცხადე შემოიტანა ჩემ ცხოვრებაში.

პროგრამამდე თუ ენერგიის ნაკლებობა მქონდა, პროგრამის მერე პირიქით შევიცვალე. მეტად მოტივირებული და ენერგიული გავხდი.

პროგრამა საინტერესო და საკმაოდ დატვირთული იყო, რაც ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ხატვის პროცესი .

აუცილებლად ვურჩევ ნაცნობებს ჩართვას, მე ჩემს უახლოეს მეგობართან ერთად ჩართული ვიყავი პროგრამაში და ძალიან მადლიერები ვართ "ახალი სუნთქვის" პროგრამის❤️"

ფიქრია ხინიკაძე

მომეწონა პირველ რიგში, თინის დისციპლინა, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა პატარა დეტალებსაც კი. იგრძნობოდა მისი საოცარი ენერგეტიკა და სრულად იხარჯებოდა პროექტში. ყურადღებიანი და საიმედო მასწავლებელია.  მომეწონა დავალებები და ჯგუფური მუშაობა. მყუდრო და თბილი გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთთან ვიხსნებოდით და ვაზიარებდით ისეთ საკითხებს, რაზეც ხმამაღლა ვერ/არ ვსაუბრობდით, ახლობელ ადამიანებთანაც კი..

 

სხვებსაც ვურჩევ ჩაერთონ იმ მიზეზით, თუ რა შედეგი მივიღე პირადად მე. მხარდაერისთვის, ახალი აღმოჩენებისთვის, გაზრდსთვის, გალაღებისთვის, ახალი, უკეთესი ცხოვრების დაწყებისთვის. ✨

დაჯი ნაკანი


ტრანსფორმაცია & სარგებელი – რა შეიცვლება შენთვის?

„ახალი სუნთქვის“ დასრულებისას შეგიძლია ელოდო, რომ:


  • იგრძნობ მეტ სიმსუბუქეს სხეულში - ნაკლები ემოციური ქაოსითა და მეტი შინაგანი სივრცით.

  • გექნება უფრო სტაბილური ენერგია და მოტივაცია შენს ყოველდღიურობაში.

  • უფრო ცხადად დაინახავ, რა გინდა - როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში, ისე მომდევნო 1–5 წლის მანძილზე.

  • იგრძნობ მეტ ნდობასა და პატივისცემას საკუთარი თავის მიმართ: აღარ უღალატებ და მიატოვებ შენს თავს, პირიქით დაინახავ, დააფასებ და პატივს სცემ შენს საჭიროებებს.

  • გექნება სიცხადე ცხოვრების სულ მცირე ერთ საკვანძო სფეროში, კონკრეტული მომდევნო ნაბიჯებით.

  • თავს იგრძნობ ნაკლებად მარტოსულად და მეტად მხარდაჭერილად - გეცოდინება, რომ არსებობენ თანამოაზრეები, რომლებიც შენსავით ფიქრობენ და გრძნობენ.

  • ხელში გექნება 2026 წლის შთამაგონებელი და ამავდროულად რეალური გეგმა, რომელიც თანხვედრაშია შენს ღირებულებებსა და სურვილებთან.


გახსოვდეს, რომ შენს თავს ყველაფერი რიგზეა! შენ ახლა გარდამავალ ეტაპზე ხარ და ჩვენთან ერთად შეგიძლია შექმნა ახალი - შეუჩერებელი "მე".


ეს არ არის ჯადოქრობა. მაგრამ შენი მზაობითა და ჩემი მეგზურობით, ეს 4 კვირა შეიძლება იქცეს გარდამტეხ მომენტად იმაში, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვს საკუთარ თავსა და ცხოვრებასთან.

მინდა გავხდე შეუჩერებელი

"ახალმა სუნთქვამ ახალი სუნთქვა მომცა ამ სიტყვით პირდაპირი მნიშვნელობით. ძალიან ბევრი აღმოჩენები გავაკეთე საკუთარ თავში, მთლიანად შევიგრძენი და გავითავისე რომ ჩემს გარშემო მყოფი სამყარო ჩემი თავის ანარეკლია.

 

პროგრამამდე შეიძლება ითქვას ავტოპილოტზე ვცხოვრობდი, მეტად ემოციებზე აყოლილი, პროგრამის შემდეგ მაქვს ჩამოყალიბებული ნათლად სამოქმედო გეგმა, ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო და რა მოვიმოქმედო, ვაფასებ და მეტად მიყვარს როგორც საკუთარი თავი ასევე გარშემომყოფები.

 

ყველაზე მეტად მომეწონა 2025 წლის 9 დეკემბერი რომელიც სამუდამოდ ჩემი გონების ნაწილი გახდა, ასევე მომეწონა და დავაფასე სიყვარულის და პოზიტივის ძალა, რომელიც ჩვენი ჯგუფის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

 

უკვე ვურჩიე, სავალდებულო გავხადე რომ ყველა ჩემს თანამშრომლებს გაეარათ და ვიბრაციები აემაღლებიათ) ასევე ჩემს ახლობლებს და მეგობრებს. ველოდები რუსულ ენოვან კურსებს, ვიცი რომ თინი აპირებს, ჩემი აქაური მეგობრები მხედავენ როგორი პროდუქტიული და ენერგიული გავხდი, მოუთმენლად ელოდებიან რომ შემოგვიერთდნენ🥰"


თამუნა არშბა


"დეკემბრის თვე იყო ჩემთვის აღმოჩენების, მღელვარების და სიახლეების თვე რადგან თინის პროგრამაში ვიყავი ჩართული. მართლაც რომ დაუვიწყარი ერთი თვე იყო ჩემს ცხოვრებაში. ამ პროგრამამ დამანახა მომავალი სხვა თვალით, მომცა მოტივაცია და კონკრეტული საშუალებები როგორ უნდა დამეწყო მოქმედება რათა სასურველ მიზნამდე მივსულიყავი. მომცა ენერგია, შინაგანი ჰარმონია და ბალანსი და ძალიან დიდი რწმენა რომ მე ყველაფერს შევძლებ რასაც კი  მოვინდომებ. პროგრამამდე არ მქონდა ცალსახად ჩამოყალიბებული მიზანი, ზუსტად რა მსურდა არ ვიცოდი, მაწუხებდა ეჭვები -"შევძლებ ამას ? "- ამ პროგრამამ, თინის ენერგიამ, მოტიაციამ და სიცოცხლის სიყვარულმა დამარწმუნა რომ შემიძლია ვიყო ის ვინც ვარ და ყველაზე მთავარი ამ პროგრამაში მივხვდი თუ რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი და როგორი მინდა, რომ იყოს ჩემი ცხოვრება.

 

იმდენი პოზიტივი, ენერგია და მუხტი იყო ამ ჯგუფში რომ ლაივების შემდეგ დაძინებაც  კი მიჭირდა ❤️❤️  ერთხელ თუ შემოვა ეს სინათლე თქვენში, შემდეგ სულ გექნებათ სურვილი უფრო მეტი გაიგოთ საკუთარ თავზე და სამყაროზე. ჩემთვის თინი ჩემს სამყაროში შესვლის პირველი ნაბიჯი იყო 💕💕💖💖💖💖

 

ყველა ადამიანს ვისაც კი კომფლიქტი  აქვს საკუთარ თავთან, ვისთვისაც არასაკმარისია სამყარო და თავს დაკარგულად  გრძობს ვურჩევდი ამ პროგრამას და მზესავით მანათობელ თინის 💕💕💕💕"


ანა შათირიშვილი


“ახალი სუნთქვა” ძალიან ტრანსფორმაციული,სასარგებლო, შთამაგონებელი პროგრამაა. თინისთან ურთიერთობა,მისი მომღიმარი სახის დანახვა, მისი გამოცდილებებისა და ჩუდოების გაზიარება ძალიან სასიამოვნო იყო. ემოცია არ მტოვებს🌟ამ პროგრამის, თინის და თითოეული მონაწილის დამსახურებით ჩემს გარშემო ენერგიული, დადებითი ემოციებით, პოზიტიური უკუკავშირით დატვირთული სივრცე შეიქმნა. ❤️❤️❤️

მე ჩემი მიზანი მკაფიოდ დავინახე,ჯანსაღი ამბიციები გამოვხატე და ავიმაღლე მოტივაცია მიზნისკენ მიმავალ გზაზე. 💜აუცილებლად უნდა აღვნიშნო მედიტაციისგან მიღებული ენერგია. 🔮 საკუთარი თავის წარმოდგენამ რომელმაც განწყობა აიმაღლა, თავისი”100 წარმატება” შესამჩნევად გაზარდა, მეტად მადლიერი, თვითრეალიზებული, რესურსული, დამოუკიდებელი, თავდაჯერებულია დაუღალავი შრომისკენ მიბიძგა, რათა შევიქმნა ჩემთვის სასურველი რეალობა.

🤩ასევე პროგრამის ფარგლებში დავამუშავე ხელისშემშლელი ფიქრი. უნდა აღვნიშნო რომ ლაივის მიმდინარეობისას ხელისშემშლელი ფიქრის კოეფიციენტი 9-დან 4- მდე დავიყვანე. ეს მხოლოდ რამდენიმე ტრანსფორმაციულ წუთში, თინის დამსახურებით 🥰 ამ პროგრამის დამსახურებით მე გაბედულად, გულწრფელად ვაზიარებ ჩემს აზრს და ბევრ ჩუდოებს 🌟 ”ახალი სუნთქვა” მართლაც ახალი, საჭირო სუნთქვაა. 🔮🔮🔮🔮🔮🔮🔮"


მარიამ გუმბერიძე

რატომ არის „ახალი სუნთქვა“ განსხვავებული



ინტერნეტ სივრცეში ბევრ პროგრამას თუ მარათონს შეხვდები, არა ერთ ენაზე. ალბათ უკვე ბევრი მათგანიც სცადე.


„ახალი სუნთქვა“ განსხვავებულია იმით, თუ ვინ არის შენი მეგზური, როგორ ვმუშაობთ ჩვენ და ვინ ხდები შენ ამ პროცესში.


აქ შენი ახალი "მე" იბადება - შეუჩერებელი და ახალ სუნთქვა-გახსნილი!


შენ გიძღვება ადამიანი, რომელმაც თავად გაიარა ეს გზა - შინაგანი ტკივილიდან, საკუთარ თავში ეჭვიდან, გადაწვიდან და ცხოვრებისეული გარდატეხებიდან - საყვარელი საქმისა და ცხოვრების აშენებამდე.


მე ვაერთიანებ ჩემს გამოცდილებას, როგორც ფსიქოლოგი, EAGT გეშტალტთერაპევტი, ქოუჩი და ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ ფასილიტატორი, 10 წელზე მეტი პრაქტიკით კლიენტებთან 30-ზე მეტი ქვეყნიდან.


ეს არის პროგრამა, რომლის მსგავსი ჯერ არსად, არასოდეს გაგივლია - თუ უკვე "ახალი სუნთქვის" მონაწილე არ იყავი. რაც პროგრამაში და ჩვენს დახურულ ჯგუფში ხდება, რა ენერგიაც აქ ტრიალებს, რთულია ამის სიტყვებით გადმოცემა! ეს არის პროგრამა, რომელიც გარდა იმ საოცარი სავარჯიშოებისა, დავალებების, ლაივ ჩართვების თუ ჯგუფური პროცესებისა, გაძლევს სივრცეს, სადაც მიიღებ წარმოუდგენლად დიდ მხარადჭერას, დადებით ენერგიას, და რა თქმა უნდა ჩემებურ “ჩუდოებს.”



ცუდი დღე გაქვს? დაწერე ჯგუფში და წამოვა შენსკენ ასობით დადებითი ენერგია და კომენატრები, კეთილი სურვილებით.



გაბედული ნაბიჯის გადადგმა გინდა და ბიძგი გჭირდება? დაწერე ჯგუფში და წამოვა უზარმაზარი ტალღა კეთილი სურვილების და “ჩუდოების.”



რწმენა შემოგაკლდა? დაწერე ჯგუფში და 5 წთ-ში შენზე ბედნიერი და აფრთიანებული მეორე არ იქნება.



ჩემი ერთ-ერთი სუპერ ძალაა მხარდამჭერი და წარმოუდგენლად დადებითი გარემოს შექმნაა, სადაც გრძნობ, რომ გიღებენ, გხედავენ, გისმენენ და გულწრფელად მხარს გიჭერენ. (უჰჰ, ჟრუანტელი მივლის ახლა ამას რომ ვწერ. შეუფასებელია ეს მხარდაჭერა!)


შენ მოდიხარ ისე, როგორც ხარ, იქ, სადაც ხარ, განწყობით როგორ ხარ, შენი ყველა ემოცია არის OK! და მე ჩემი მიდგომებით და გარემოთი გეხმარები აივსო დადებითი ემოციებით, გაიხსენო ვინ ხარ, რა შეგიძლია, რა პოტენციალი გაქვს და არა მხოლოდ გაიხსენო, არამედ დაგეგმო, გაწერო, წარმოისახო და ნაბიჯების გადადგმა დაიწყო! დააა... გახდე შეუჩერებელი!



ეს არის საოცარი პროცესი! დაუვიწყარი, რომელიც წლები გაგყვება, გულს გაგითბობს და შინაგანად აგავსებს ყველაზე საუკეთესო ემოციებით!



აქ, ჩემს სივრცეში შენში რაც კარგი და საუკეთესოა სწორედ ამას გამოავლენ და წინ წამოწევ - ჯერ პროგრამაში, შემდეგ კი ცხოვრებაში!



აქ მიიღებ იმ წყალს, მზეს, ვიტამინებს და ყველაფერს, რაც შენი შინაგანი ყვავილის აყვავებას და შენი შინაგანი დიდი სიცოცხლის ხის გაზრდას სჭირდება!



მოდი როგორც ხარ და წადი გაფრთიანებული, ძალა-დაბრუნებული და შეუჩერებელი - საკუთარ თავ-დაბრუნებული!

WOW! მინდა მეც თქვენთან!

მოდი, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი

მე ვარ თინათინ ბასილაია, EAGT ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტ-თერაპევტი, ტრანსფორმაცული ქოუჩი, სპიკერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს” წარმომადგენელი საქართველოში. 2016 წლიდან დღემდე აქტიურად ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფებთან და უკვე ათასობით ადამიანს დავეხმარე შინაგანი ძალის პოვნაში, თვით-რწმენის დაბრუნებაში, მოტივაციისა ამაღლებაში, საყვარელი საქმის აღმოჩენაში, კარიერულ ზრდაში, ჯანსაღი და ბედნიერი პირადი ცხოვრების შექმნაში. 


2018-2020 წლებში ქართულად ვთარგმნე და გამოვეცი ბაირონ ქეითის 2 ბესტსელერი წიგნი და ათასობით ადამიანს წარვუდგინე. წიგნი, რომელიც საქართველოშიც ბესტსელერად იქცა და მრავალი ქართველის ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა.


მაგრამ ტიტულებზე მეტად, ჩემთვის მთავარი ავთენტურობაა. არ მჯერა „იდეალური იმიჯის“ მორგების. მჯერა გულწრფელობის, საკუთარი ისტორიის მიღების და იმ სინათლის პოვნის, რომელიც ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არსებობს.


უკვე 3 წელია, რაც ვანკუვერში, კანადაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. ამჟამად ვანკუვერიდან გერთვები და მზად ვარ გაგიზიარო ის ინსტრუმენტები, რომლებმაც შინაგანი საყრდენი მაპოვნინა და ახალი გზა დამანახა – რათა ახლა შენ დაგეხმაროს.

პროგრამაში მონაწილეობის პირობები და პაკეტები

ყურადღება! შეთავაზება ძალაშია მომდევნო 72 სთ - 9 დეკემბრის ჩათვლით

BASIC

"ახალი სუნთქვა" - სპეციალური შეთავაზება მხოლოდ ამ ნაკადის მონაწილეებისთვის!

349 ლარი

მსურს შეძენა
  • 12 შთამაგონებელი სავარჯიშო და დავალება

  • 10 ონლაინ ჯგუფური სესია

  • ჩანაწერებთან წვდომა პროგრამის დასრულების შემდეგ

  • ახალი მეგობრები

  • ახალი მხარდამჭერი გარემოცვა

  • ბონუსი: 2025 წლის შეჯამება

  • ბონუსი: 2026 წლის დაგეგმვა - ვებინარი

  • ბონუსი: მიზნების კედლის/Vision Board-ის შექმნა ყველაზე ეფექტური მიდგომებით

  • ბონუსი: 2026 წლის აფირმაციები და wellness პრაქტიკები - ბროშურა/Check List

  • ბონუსი: ჰარმონიული პირადი ცხოვრება - ბროშურა/Check List 2026 წლისთვის

  • ბონუსი: ცხოვრება მისიით - ბროშურა/Check List 2026 წლისთვის

PLUS

ახალი სუნთქვა + 1 სთ-იანი ინდივიდუალური სესია თინისთან შენს ნებისმიერ საკითხზე ფასდაკლებით

599 ლარი

მსურს შეძენა
  • 12 შთამაგონებელი სავარჯიშო და დავალება

  • 10 ონლაინ ჯგუფური სესია

  • ჩანაწერებთან წვდომა პროგრამის დასრულების შემდეგ

  • ახალი მეგობრები

  • ახალი მხარდამჭერი გარემოცვა

  • 1 სთ-იანი ინდივიდუალური სესია თინისთან

  • ბონუსი: 2025 წლის შეჯამება

  • ბონუსი: 2026 წლის დაგეგმვა - ვებინარი

  • ბონუსი: მიზნების კედლის/Vision Board-ის შექმნა ყველაზე ეფექტური მიდგომებით

  • ბონუსი: 2026 წლის აფირმაციები და wellness პრაქტიკები - ბროშურა/Check List

  • ბონუსი: ჰარმონიული პირადი ცხოვრება - ბროშურა/Check List 2026 წლისთვის

  • ბონუსი: ცხოვრება მისიით - ბროშურა/Check List 2026 წლისთვის

PRO

გაატარე 2026 წელი თინისთან ერთად კიდევ + 3 პროგრამაში დიდი ფასდაკლებით - 1999 ლარის მაგივრად, დაზოგე 800 ლარი!

1199 ლარი

მსურს შეძენა
  • ახალი სუნთქვა - გახდი შეუჩერებელი - 4 კვირიანი პროგრამა (ყველაფერი რაც Basic-ში შედის)

  • ჰარმონიული პირადი ცხოვრება - გახდი ბედნიერი ქალი, რომელსაც ჯანსაღი და ბედნიერი პირადი ცხოვრება აქვს;

  • ცხოვრება მისიით - გახდი ფინანსურად დამოუკიდებელი საყვარელი საქმის კეთებით და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლით;

  • საკუთარი თავის მიღება და სიყვარული - გახდი საკმარისი - შენს თავთან ჰარმონიაში, თანხმობაში და სიყვარულში.

  • 10%-იანი ფასდაკლება ინდივიდუალურ მუშაობაზე

  • ბონუსი: 2025 წლის შეჯამება

  • ბონუსი: 2026 წლის დაგეგმვა - ვებინარი

  • ბონუსი: მიზნების კედლის/Vision Board-ის შექმნა ყველაზე ეფექტური მიდგომებით

  • ბონუსი: 2026 წლის აფირმაციები და wellness პრაქტიკები - ბროშურა/Check List

  • ბონუსი: ჰარმონიული პირადი ცხოვრება - ბროშურა/Check List 2026 წლისთვის

  • ბონუსი: ცხოვრება მისიით - ბროშურა/Check List 2026 წლისთვის

ვიცი, რომ საკუთარ თავში ინვესტირება შეიძლება გაშინებდეს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაღლილი ხარ, ბევრი სხვა რამ უკვე სცადე, გაურკვევლობაში ხარ და ბევრი ემოციაა შენში.


"ახალი სუნთქვა" - ეს არ არის ხარჯი. ეს არის ინვესტიცია იმაში, თუ ვინ გახდები, როგორ იცხოვრებ, რას იგრძნობ და რა გადაწყვეტილებების მიღებას დაიწყებ მომდევნო წლების განმავლობაში.


როდესაც ასე უდგები საკუთარ თავს, შენ სამყაროს მკაფიო მესიჯს უგზავნი:


"მე მნიშვნელოვანი ვარ! ჩემი ოცნებები მნიშვნელოვანია. ჩემი ენერგია და სიხარულის შეგრძნება მნიშვნელოვანია!"



და სამყარო პასუხობს ამ განაცხადს!


თანაც, თუ იგრძნობ, რომ პროგრამა არ პასუხობს შენს მოლოდინებს, 1 კვირის განმავლობაში შეგიძლია თანხის უკან დაბრუნება. ეს არის 100%-იანი უსაფრთხო და ყოველგვარი რისკის გარეშე გადაწყვეტილება.

მზად ვარ, ცხოვრებას ვეუბნები "კი!"

მოდი კიდევ გავეცნოთ სხვა მონაწილეების შედეგებს:


"პროგრამის შემდეგ დავძლიე ბევრი კომპლექსი, საკუთარ თავში საყრდენი ვიპოვე და ვთვლი რომ პროგრამის დასრულების შემდეგ თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა ძალიან მომემატა.


ყველაზე მეტად პროგრამაში მომეწონა პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და უკეთ განახებს გვერდიდან საკუთარ თავს და შესაძლებლობებს."

თიკო ცხადაძე

"ყველაზე მეტად პროგრამაში ტექნიკებმა მიმიზიდა. ისეთი საინტერესო და ტრანსფორმაციული კითხვები იყო რომ ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა შემდეგი ქოუჩ სესია. სურვილის შეგრძნება მომწონდა ჩემში რომელიც სულმოუთქმელი ელოდებოდა როდის იმოგზაურობდა საკუთარ სამყაროში და აღმოაჩენდა საოცარ თვისებებს, ძალებს, ენერგიებს."

მაკა ქათამაძე

"ეს საუკეთესო ერთი თვე იყო, მან ძალიან ბევრი ახალი ადამიანი შემძინა, სამყაროსადმი ხედვა შემიცვალა და ჩემს თავში სრული გადატრიალება მოახდინა❤ პროგრამამდე ვერ ვაცნობიერებდი ბევრ რამეს, პროგრამის შემდეგ კი უფრო გავნათდი. მე ნამდვილად ყველას ვურჩევ გაიაროს თინის ტრენინგები,საოცარი გოგოა თინი, მას შეუძლია დაგანახოთ რომ სამყარო არც ისე ცუდია და რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ უფრო წარმატრბულები და უფრო ბედნიერები❤️❤️❤️❤️"

ნინი მამულაიშვილი



მოკლედ საიდან დავიწყო არც კი ვიცი 🤎 პირველ რიგში უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო თინის მიმართ, რომელმაც გადაწყვიტა რომ ეს პროგრამა შეექმნა და მართლა ძალიან, ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს გარდასახვაში. და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ასე და პროგრამის სხვა მონაწილეებიც დამეთანხმებიან, რომ ნამდვილი მზის სხივი იყო ეს ადამიანი ჩვენთვის. მთელი ერთი თვის განმავლობაში საოცარი აურა ტრიალებდა ჯგუფში, უკარგესი და ზე მამოტივირებელი ადამიანები იყვნენ შეკრებილები, რომელთა ისტორიებმაც ბევრი გაცნობიერება მომიტანა.


ვიღებდი უპირობო მხარდაჭერას ყველასგან, მივხვდი რომ არ ვიყავი მარტო ჩემი პრობლემების წინაშე და ამის გაცნობიერება იყო პირველ რიგში სრულიად ახალი სამყაროს გადაშლა ჩემთვის☀️☀️☀️☀️ ამ პროგრამამ მასწავლა რომ არასდროს არ უნდა დავნებდე, სულ უნდა ვიარო წინ და წინ, დამატოვებინა ჩემი მტკივნეული წარსული რომელსაც ასე ძალიან ვებღაუჭებოდი, გავთავისუფლდი ნეგატიური ემოციებისგან, გავაცნობიერე, რომ სულაც არ არის ქვეყნიერების დასასრული ის რომ მძიმე ბავშვობა მქონდა და თინიმ მასწავლა როგორ გადამექცია ჩემი ტკივილი ჩემს ძლიერ მხარედ. 💥💥💥💥 დავიწყე საკუთარ თავთან და სხეულთან კონტაქტი, ეს იყო ჩემი მთავარი მიღწევა ამ პროგრამიდან. ეს იყო საოცარი, ყველაზე განსხვავებული და გამორჩეული 1 თვე ჩემს ცხოვრებაში ❣️❣️❣️❣️🔮🔮🔮💛💛💛💜💜💜💜💜

ნინი მაისურაძე

კიდევ რამდენიმე გამოუხამურება მონაწილეებისგან:


"გჯუფურმა მუშაობამ გამხსნა მეტად ჩემ თავში, მეგონა მარტო მე მქონდა პრობლემები და გაცნობის დავალება ძალიან დამეხმარა. ამ პროგრამამ რაღაცეებზე არას თქმა მასწავლა. მე ზარმაცი ვარ, თავში ძალებს ვერ ვნახულობ, გულით არ მინდა თუ რა ხდება არ ვიცი , რაღაცეებს ჩემ ცხოვრებაში ვერ ვაკეთებ და სულ თავში მიტრიალებს დეკემბრის თვე უნდა შეძლო ერთმანეთის მოტივაცია და თებერვალს სულ მოუთქმელად ველოდები. სადამდეც მე მიუშვი ჩემი თავი მართლაც რომ იყო ნადვილად ჩემთვის ტრასფორმაციული და თანაც ისე რომ თინის ამ წლის ყველა პროგრამა შევიძინე.

ინდივიდუალური სეანსებიც მქონდა ფსიქოლგთან, მაგრამ ჯგუფურმა მუშაობამ და ტექნიკებმა ამ ეტაპზე უფრო გაამართლა ჩემთან.

ფაქტია ყველაფერი მომეწონა რადგან თინის ყველა პროგრამა შევიძინე ეკონომ პაკეტი მაგრამ მთელი წელი თინსთან ერთად ვარ. ბევრი გაცნობიერების და ტრანსფორმაციის მოლოდინი მაქვს ამ პროგრმებიდან."

მარიამ კობერიძე

"ჯერ დავიწყებ იქედან, რომ არსებობს საერთოდ თინი ასეთი შესანიშნავი ადამიანი რომელსაც შეუძლია შეგცვალოს სხვა რა კურსით .. დაგანახოს შენი შესაძლებლობები.

ეს არის ენით აუღწერელი ტრანსფორმაცია, რომელიც გადმოცემა შეუძლებელია. მე მაგალითად ვერ გადმოვცემ ისეთი კარვი პროგრამა იყო.  მთლიანად დამცალა იმ ნეგატიური ფიქრებიდან და დამაბრუნა ბავშვობაში  განახსენა ის მტკივნეული და ბედნიერი დღები 🙈😁

ჩემი ყოვედი დღის დაწყება ისეთი მზიანი სხივებივითა, რიგორც თინის სახელი ის როგორც ამბობს მზე ეს ადამიანები ვართ ერთმანეთის რომელიც ყოველი დღე უნდა შევანათოთ ერთმანეთს☀️💛

ძალიან მინდა რომ ესეთი პრიგრამა კიდევ განხორციელდეს... ადამიანებმა ვისწავლოთ ჩვენი გარდაქმნა სრულიად ბედნიერებაში💥💃

თინი შენ საუკეთესო ხარ 💛მიყვარხარ🥰☀️

ანგელოზები კი საუკეთეოსები ყავხართ💛☀️"

ზეი მჟავანაძე




"ახალი სუნთქვა აღმოჩდა ჩემთვის პიროვნული ტრანსფორმაციის საწყისი, ცხოვრების მიზნის სიმკვეთრის მომცემი და პოტენციალის გამომაცოცხლებელი. ასე ცხადად საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია არასდროს დამინახავს და შემიგრძვნია, ნამდვილი აფირმაცია ვიზუალიზაციის კორიანტელი დადგა ჩემს თვალწინ. პროგრამამდე ვიყავი საკმაოდ მოდუნებული, ვიტყოდი მიძინებული, თითქოს ვერ ვხედავდი გამოსავალს. ახალი სუნთქვა კი ისეთი რამ აღმოჩნდა ჩემთვის როგორც დამჯდარ ბატარეას რომ გამოუცვლი საათს და აწიკწიკდება, აი ზუსტად ეგრე იმოქმედა ჩემზე, მოძარობაში მომიყვანა ყველაზე ეფექტური და სწრაფი მეთოდებით რომელთა არსებობის შესახებ აქამდე არ მსმენია.

 

დავიწყე ყოველდღე ფეხით სიარული, დილით 4 საათზე ადგომა, ვარჯიში, იოგა, მედიტაცია, დავიწყე გეგმების ჩამოწერა, დავსახე პატარა და ეფექტური ნაბიჯები, გავაკეთე გეგმები, გავხდი უფრო მეტად გახსნილი ადამიანების და მოვლების მიმართ, მიმღები და დავიწყე სიხარულის სხვებისთვის გაზიარება.

 

პროგრამაში ყველაზე მეტად მომეწონა ენერგია რომელიც ტრიალებდა ჯგუფში, თინის გულახდილი და ენერგიული ლაივები, ძალიან ეფექტური დავალებები და უკუკავშირები. მე როგორც არაერთ ქართულ და უცხოურ ტრეინინგ-გამოვლილს არ მეგონა ასე სასიამოვნოდ თუ გამაოცებდა ეს კურსი და აქ არსებული ატმოსფერო. ძლიან კმაყოფილი ვარ.

 

აუცილებლად ვურჩევდი და უკვე ვურჩიე ჩემს არაეთ მეგობარს. ეს არის კურსი რომელიც მოგცემს გასაღემს საკუთარი მეს საპოვნელად, ფორმაში მოსაყვანად და სცენაზე ასაყვანად, სწორედ იქ სადაც არის მისი ნამდვილი ადგილი. თუ გრძობთ რომ თქვენ მეტი შეგიძლიათ ვიდრე არსებული გარემოებებია, ეს უდაოდ ასეა, თქვენ დაბადებული ხართ იმ ოცნების რეალობად ქცევისთვის რომელსაც გულში ინახავთ და ზოგჯერ ხმამღლა თქმისაც გეშინია. ეს კურსი კი სწორედ თქვენთვისაა რომ თქვენი თავის საუკეთესო ვერსიას შეხვდეთ და თვალებში ჩახედოთ. წარმატებები."

ნინო ზახერ


1. რა ხდება, თუ ყველა „ლაივ“ (პირდაპირ) სესიას ვერ დავესწრები?


2. ადრე ბევრი რამ ვცადე — წიგნები, ვებინარები, თერაპიაც კი. ეს ნამდვილად დამეხმარება?

ყველა ჯგუფური მუშაობა ჩაიწერება და ჩანაწერები შენთვის ხელმისაწვდომი იქნება, რათა მოსახერხებელ დროს უყურო. შენ მაინც მიიღებ ყველა სავარჯიშოს და შეძლებ შენი შთაბეჭდილებებისა და დაკვირვებების ჯგუფში გაზიარებას.

3. მერიდება ჯგუფში აზრის გამოთქმა/გაზიარება. ვალდებული ვარ ვილაპარაკო?

შენ ყოველთვის თავისუფალი ხარ, თავად აირჩიო ჩართულობის დონე. შეგიძლია გქონდეს კამერა გამორთული, აზრი დააფიქსირო მხოლოდ ჩატში, ან უბრალოდ უსმინო. ბევრი მონაწილე აღნიშნავს, რომ ჯგუფში იმაზე მეტად უსაფრთხო და თბილი გარემო ხვდებათ, ვიდრე ელოდნენ - თუმცა, არასდროს დაგაძალებ გააზიარო ის, რაც არ გსურს.

7. რა ვქნა, თუ ჯერ არ ვიცი ზუსტად რა მინდა?

შესანიშნავია. ეს პროგრამა ზუსტად ამისთვისაა. ჩვენ ვიწყებთ იქიდან, სადაც ახლა ხარ - დაბნეულობა და განცდა „არ ვიცი“ აქ სრულიად მისაღებია - და ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთად შევქმნით სიცხადეს.

„ახალი სუნთქვა“ არ არის „ჯადოსნური აბი“ და ის არ ანაცვლებს თერაპიას. ეს არის სტრუქტურირებული, დროში გაწერილი მოგზაურობა, სადაც გეხმარებით რეალურად გამოიყენო ის ცოდნა რაც უკვე გაქვს, იგრძნო ის, რასაც აქამდე გაურბოდით და შენი მიგნებები რეალურ ნაბიჯებად აქციო. თუ სრულფასოვნად ჩაერთვები და შეასრულებ სავარჯიშოებს, ეს პროგრამა შეიძლება მართლაც გარდამტეხ მომენტად იქცეს.

4. ვცხოვრობ საზღვარგარეთ / სხვა დროის სარტყელში ვარ. ეს პრობლემაა?

სულაც არა. პროგრამა ონლაინ რეჟიმშია, ამიტომ ჩართვა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია. თუ „ლაივ“ შეხვედრების დრო შენს განრიგს არ ემთხვევა, შეგიძლია უყურო ჩანაწერებს და მაინც სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო ჯგუფური ინტერაქციის, სავარჯიშოებისა და უკუკავშირის მეშვეობით.

ნუ იცხოვრებ კიდევ ერთ წელს გადარჩენის რეჟიმში, საკუთარი თავის შეკვეცაში და ფიქრში "იქნებ მოგვიანებით ვცადო..."

შენ გაქვს უფლება გინდოდეს მეტი საკუთარი თავისთვის.


შენ გაქვს უფლება თავს კარგად გრძნობდე შენსავე ცხოვრებაში.

გაქვს უფლება მიიღო დახმარება, მხარდაჭერა და სტრუქტურა.

თუ ახლა კითხვისას, გული ოდნავ სწრაფად იწყებს ცემას... ენდე ამ შეგრძნებას. არ არის აუცილებელი 100%-ით მზად იყო.

უბრალოდ საჭიროა იყო ღია და გადადგა ერთი გულწრფელი ნაბიჯი საკუთარი თავისკენ.

"ახალი სუნთქვა" არის ეს ნაბიჯი.

წარმოიდგინე რამდენიმე თვეში, როცა უკან იყურები, როგორ ამაყობ, რომ შენს თავს უთხარი "კი!"

წარმოიდგინე, რომ გაქვს სრული სიცხადე, თავს მსუბუქად, ენერგიულად, ხალისიანად, რესურსულად გრძნობ და ისევ შეყვარებული ხარ შენს ცხოვრებაზე!

წარმოიდგინე, რომ იცი 2026 წელი კი არ "დაგემართა" - არამედ შენ მას მომზადებული, ენერგიული და შეუჩერებელი შეხვდი!



თუ ეს შენთან რეზონირებს, ჩემთვის პატივია შენი მეგზური ვიყო.

მზად ვარ ჩემი ახალი სუნთქვისთვის!

Visit our Facebook page
Visit our Instagram profile
Visit our YouTube channel
Visit our LinkedIn profile
GetResponse